კურო. კურო პრობლემებს გადაწყვეტს, შემდეგ ყველას მოუყვება, იტრაბახებს, სოციალურ ქსელში გამოაცხადებს.
ტყუპი. ისინი გადააბარებენ პრობლემას სხვას, მაგალითად, ვერძს და თუ ვერძი არ დათანხმდება, მაშინ - მშვილდოსანს.
კირჩხიბი. ის წინასწარ იტირებს და როგორმე რომ გაჩუმდეს, ვიღაც იტვირთებს მის პრობლემას საკუთარ თავზე. თუ არავინ შეიცოდა, კირჩხიბი თავადაც მშვენივრად გაართმევს ყველაფერს თავს. რა ატირებდა – გაუგებარია.
ლომი. ყველას მოუხმობს, მათი თანდასწრებით გადაჭრის პრობლემებს, თავს დაუკრავს, ყვავილებს აიღებს,
ქალწული. ქალწული შეწუხდება, იპოვის გამოსავალს, გადაჭრის პრობლემას, გააკეთებს დასკვნებს.
სასწორი. აწონ-დაწონის პრობლემას, კიდევ ერთხელ აწონის. გამოიტანს დასკვნას, რომ ძალიან ბევრია და ვინმეს, მაგალითად, ლომს ან ვერძს გადააბარებს გადასაწყვეტად.
მორიელი. მორიელი შეხედავს, ამაყად იტყვის: "რა პრობლემაა!" და დაივიწყებს.
მშვილდოსანი. მშვილდოსანი შეწუხდება, შემდეგ გამხიარულდება. შემდეგ დიდხანს იცინებს საკუთარ თავზე, პრობლემაზე... გაიხსენებს, რომ ამაზე უარესიც ყოფილა მის ცხოვრებაში. ყველას მოუყვება და დაივიწყებს. თუ პრობლემა თავისით არ გაივლის, მისი გადაწყვეტა მოუწევს სხვას, ვიღაც ლომს.
თხის რქა. თხის რქა შეეცდება, უარი თქვას პრობლემის გადაჭრაზე, განაცხადებს რა, რომ უბრალოდ, არ სურს მისი მოგვარება. 90% შემთხვევაში, ვიღაცას "გადააგდებს". თუ - ვერ, იძულებული გახდება (გახდიან), მოაგვაროს.
მერწყული. მერწყული ამაყად დაიწყებს პრობლემის შესწავლას. შემდეგ დაწერს წიგნს. თუ ასეთი პრობლემა უკვე ჰქონია, მოიწყენს და ტყუპის მოძებნას დაიწყებს. პრობლემა კი ისევ დარჩება, მაგრამ მოწყენილობა მაინც გაივლის.
თევზები. კირჩხიბისგან განსხვავებით, თევზები ჩუმად ტირიან. მათ გაუთავებელი პრობლემები აქვთ, თუმცა თავად და ჩუმად წყვეტენ მათ, არავის აწუხებენ.