"გულის ხაზი" ცხოვრების ემოციურ სფეროს განაგებს. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რას გვეუბნება "გულის ხაზი" ჩვენს პირად ცხოვრებაზე, უნდა დავაკვირდეთ მარჯვენა ხელისგულს.
ეს ხაზი იწყება ხელისგულის ნეკა თითის ქვემოდან და, როგორც წესი, მთავრდება სადღაც ცერა და საჩვენებელ თითებს შორის. ასე კვეთს ის ხელისგულს. ფოტოზე "გულის ხაზი" წითელი ფერით არის აღნიშნული. თუ გსურს, გაარკვიო საკუთარ თავზე მეტი, დააკვირდი საკუთარ ხელს და წაიკითხე ქვემოთ მოცემული ახსნა:
1. თუკი "გულის ხაზი" იწყება შუა თითის ქვემოდან, შენ ნამდვილი ლიდერი ხარ. ამბიციურს, დამოუკიდებელსა და ნიჭიერს შეგიძლია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ადამიანები ასეთი "გულის ხაზით" ნაკლებად ემოციურები არიან, ცოტა ცივები გარშემომყოფების მიმართ, მაგრამ ძალიან აფასებენ და უყვართ საკუთარი ოჯახი.
2. თუკი შენი "გულის ხაზი" შუასა და საჩვენებელ თითებს შორის იწყება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან გულისხმიერი და კეთილი ხარ ადამიანების მიმართ. ცოტა არ იყოს, გადაუწყვეტელი ხარ და ფრთხილი. ადამიანები გენდობიან და თამამად განდობენ საიდუმლოებებს. ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიღების დროს გონების კარნახს მისდევ.
3. თუკი შენი "გულის ხაზი" საჩვენებელი თითის ქვემოდან იწყება, საკმაოდ გულჩვილი ადამიანი ხარ. ძალიან ბევრს მოითხოვ ადამიანებისგან, რადგან თავად შეგიძლია ღრმად განიცადო და გულთან ახლოს მიიტანო ახლობლების გაჭირვება. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც უყვარს გრანდიოზული გეგმების დასახვა და ხშირ შემთხვევაში აღწევ კიდეც მიზანს.
4. თუკი "გულის ხაზი" იწყება საჩვენებელ და ცერა თითს შორის, შენ მომთმენი, მზრუნველი, ძალიან თბილი და მხიარული ადამიანი ხარ. მთავარი შენთვის – ყველგან და ყველაფერში ჰარმონიაა. ბევრი მეოცნებე ადამიანად მიგიჩნევს.
ასევე იხილეთ:
ბედის შტრიხ-კოდი: რას აღნიშნავს ორნამენტები შენი თითის ბალიშებზე?