ნარინჯისფერი პომადა- ყველაზე აქტუალური კოსმეტიკური ტრენდია ამ სეზონზე, რომელიც აქტუალობას გაზაფხულზეც შეინარჩუნებს.
ერთადერთი პრობლემა რაც ამ ფერის პომადას აქვს ის არის, რომ ტონალობის შერჩევისას, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ამ ფერის პომადა განსაკუთრებით უხდებათ შავგვრემნებს. თუ ამასთან, მწვანე ან ლურჯი თვალები გაქვთ, შედეგი უფრო თვალშისაცემი იქნება.
თუ წითური თმა გაქვთ, არც მაშინ გექნებათ ამ ფერის პომადის მოხდენის პრობლემა. მთავარია ბაცი ფერის ტონალობაზე არ შეაჩეროთ ყურადღება.
თუ ქერა ხართ, მაშინ პასტელური ნარინჯისფერი შეარჩიეთ, თქვენ ღია ტონალობის ნარინჯისფერიც მოგიხდებათ.
თუკი ამ ფერის პომადის წასმას გადაწყვეტთ, მოერიდეთ მკვეთრ მაკიაჟს, განსაკუთრებით ფერად ჩრდილებს თვალზე. სამაგიეროდ, შეგიძლიათ წაისვათ შავი ფანქარი ან ლაინერი.