გამოცემა Models.com-მა ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიცაა.
მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობდა მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა. მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა. სულ ცოტა ხნის წინ კი მოდის 4 დედაქალაქში ჩატარებულ ჩვენებებზე მატილდა გვარლიანი წამყვანი მოდის სახლების სამოსით (დიორი, შანელი, კაროლინა ჰერერა) პირველად ვიხილეთ.