კირა ნაიტლი რომ ზედმეტი წონით არასოდეს გამოირჩეოდა, ეს ახალი არ არის, მაგრამ აქამდე მსახიობს ხაზი არასოდეს გაუსვამს თავისი სხეულის ზედმეტი სიგამხდრისთვის.
პარიზის მოდის კვირეულზე, Chanel-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, 28 წლის კირა ნაიტლი ჰოტ-კუტიურის შავ-თეთრ კაბაში იყოს გამოწყობილი. სამოსში მსახიობის წელი არაპროპორციულად წვრილი ჩანდა. მოდის ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ კირა ნაიტლის პროპორციებისთვისაც კი ეს ზედმეტად წვრილი წელია.
ხოლო Daily Mail-ის ჟურნალისტებს კირა ნაიტლის ჩაცმულობამ საერთოდაც სანათი მოაგონა.
თუმცა თავად ნაიტლი, როგორც ჩანდა, ამ კაბაში თავს ძალიანაც კომფორტულად გრძნობდა.
საინტერესოა, რომ რიანა იგივე ჩვენებაზე Chanel-ის მსგავს კაბაში გამოცხადდა. თუმცა მომღერალი სამოსში ბევრად კარგად გამოიყურებოდა.