რალფ ლიფშიცი, რომელიც მოგვიანებით რალფ ლორენის სახელწოდებით ხდება ცნობილი, 1939 წლის 14 ოქტომბერს, ნიუიორკში, ღარიბი ებრაელი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა.
ის ბავშვობიდანვე მიზანდასახული გახლდათ და მისი ოცნება იყო გამხდარიყო მილიონერი.
სამოციანების დასასრულს, როცა ყველას მოსწყინდა ვიწრო ჰალსტუხები, ამ საქმეში კარგად გარკვეულმა რალფმა, ახალი ტიპის ფართო და გრძელი თანამედროვე ჰალსტუხები წარუდგინა მამაკაცებს.
ის ახალ მიგნებებს მომხმარებლის გემოვნებას ადვილად უხამებდა. განსაკუთრებით პოპულარულია რალფ-ლორენის საღამოს კაბები.
რალფ-ლორენის საღამოს კაბების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გაამძაფრა, "ოსკარის" დაჯილდოებაზე ლორენის ელეგანტურ, ღია ვარდისფერ კაბაში გვინეტ პელტროუს გამოჩენამ.
არ შეიძლება არ ვახსენოთ რალფ ლორენის წარმატებული ექსპერიმენტები საოჯახო ავეჯის, ტექსტილის, თეთრეულის, ჭურჭლისა და შპალერის წარმოებაშიც კი. ასე რომ, თუ დაიჯერებთ ამერიკული და არაამერიკული ოცნებებიც ხანდახან რეალური ხდება.
,,არ ვგავარ არმანის და საერთოდაც არავის ვგავარ რალფ ლორენის გარდა როგორც მოდაში, ისევე ცხოვრებაშიც, ჩემი კრედოა არასდროს დავკარგო საკუთარი სტილი"
,,ყველაზე ძვირფასი სამოსიც კი არარაობაა თუ მას არ ავსებს შესაფერისი სუნამოს არომატი, არომატი ამ სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უსიტყვოდ შეუძლია გამოხატოს სტილის განუსაზღვრელი ძალა."
ინა ნერგაძე
ჟურნალი "და ქალი"
ოქტომბრის ნომერი