საოცარია, რა ეფექტი შეიძლება მივიღოთ ტყავისა და მაქმანის პატარა ნაჭრის შეერთებით. სწორედ ამ ქსოვილების გამოყენებით დიზაინერმა ვალენტინომ შექმნა ფეხსაცმელი, რომელიც Sexy Shoes 2011-ის გამარჯვებული გახდა
კონკურსი Saks Fifth Avenue-სა და Footwear News-ის ორგანიზებით გაიმართა.
ყველაზე სექსუალური ფეხსაცმელი ონლაინ-გამოკითხვით აარჩიეს. ვალენტინოს ნაცრისფერ ფეხსაცმელს ხმა 35 000-მა ადამიანმა მისცა.
თავდაპირველად Footwear News-მა 25 ნახევარფინალისტი გამოავლინა. მათ შორის იყვნენ: Dior, Christian Louboutin, Manolo Blahnik, Gucci, Givench, Stuart Weitzman და Oscar de la Renta.
საპრიზო 4 ადგილი კი ასე გადანაწილდა:
1. valentino - ნაცრისფერი მაქმანიანი ფეხსაცმელი
2. Jimmy Choo - სვაროვსკის თვლებით მორთული ღია ფეხსაცმელი
3. Prada - მაღალყელიანი ჩექმა
4. Chrissie Morris - ყელიანი ნატის ფეხსაცმელი
იხილეთ ფოტოგალერეა