ამბობენ, რომ მილანის მოდის კვირეულზე არც არმანი ყოფილა კორექტული, როცა კავალის მოდელები მეძავებს შეადარა.
როგორც ჩანს, ორ წამყვან იტალიელ დიზაინერს შორის დიდი სკანდალი მოხდება. კავალი არც ისე თბილად იხსენიებს თავისი კოლეგის, არმანის შემოქმედებას.
ახლახანს რობერტო კავალინ, რომელიც ცნობილია თავისი თამამი, გამომწვევი და მდიდრული სტილით, იტალიურ გამოცემას La Repubblica განუცხადა: "ჩემსა და არმანის შორის უფსკრულია. ნახეთ მისი ახალი სასტუმრო? ნამდვილი ფსიქიატრიული კლინიკაა".
ჯორჯო არმანის, რომელიც უპირატესობას თავშეკავებულობასა და მინიმალიზმს ანიჭებს, ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია მის მიმართ უხეშად ნათქვამ რეპლიკაზე. თუმცა, ამბობენ, რომ მილანის მოდის კვირეულზე არც არმანი ყოფილა კორექტული, როცა კავალის მოდელები მეძავებს შეადარა.