იცვლება ტენდენციები და სეზონის მიხედვით სხვადასხვა ფერს ენიჭება უპირატესობა, თუმცა შავი ფერი საქართველოში ყველა დროის ყველაზე პოპულარული ფერია. ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც ბავშვობაში დედა ასწავლიდა ქსოვას, გადაწყვიტა, ეწარმოებინა მხოლოდ შავი ხელნაკეთი აქსესუარების ხაზი. მარიამ თეგეტაშვილი საკუთარი ხელით ქსოვს ქუდებს, კაშნეებსა და ჩანთებს და მომავალში ტანსაცმლის ხაზის შექმნასაც გეგმავს.
პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვით გავაცნოთ მკითხველს "რამე შავი"...
- ადგილი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მხოლოდ რამე შავი ხელნაკეთი ჩანთები, ნაქსოვი კაშნე-ქუდები. უახლოეს მომავალში იგეგმება ტანსაცმლის ხაზის გაკეთებაც.
როდის გაგიჩნდათ "რამე შავის" წარმოების იდეა? რამ შთაგაგონათ?
- 22 სექტემბერს მე და ჩემი მეგობარი ვისხედით „ფაბრიკაში“ და დავინახე წარწერა მაღაზიის თავზე. არ მახსოვს, რა ეწერა სრულად, თუმცა სიტყვა, რომელმაც თვალი მომჭრა იყო - Black. მაღაზიის ვიტრინებში რომ შევიხედე, სულ ფერადი ტანსაცმელი იყო და იდეაც აქედან დაიბადა. ავარჩიე მარტივად "რამე შავი".
ვინ მუშაობს თქვენს პროდუქციაზე? ვინ ქმნის?
- ქსოვით ძირითადად ვქსოვ მე და რაც შეეხება კერვას, დედაჩემი, მანანა გაბრუაშვილი მეხმარება და ყველაზე მეტად მიდგას გვერდში.
რამდენი ხანია, რაც ქსოვთ? და პარალელურად კიდევ რამით ხომ არ ხართ დაკავებული?
- ქსოვას ბავშვობაში მასწავლიდა დედა, მაგრამ არ მაინტერესებდა და მეც, შესაბამისად, დავიწყებული მქონდა. "რამე შავის" იდეა რომ გაჩნდა, დავიწყე ფიქრი, საწყის ეტაპზე რა სახით შემეძლო ამ პროდუქტის შექმნა და გადავწყვიტე, ქსოვა გამეხსენებინა და მესწავლა თავიდან. პარალელურად, ვმუშაობ სადაზღვევო კომპანიაში, ავტოზარალების ანაზღაურების მენეჯერად.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
მარიამ თეგეთაშვილი</div>
მხოლოდ თქვენ მიერ შერჩეულ მოდელებს ქმნით და ყიდით თუ ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული შეკვეთებიც მიგიღიათ?
- ახალ მოდელებს ვქმნი და ვყიდი. სურვილის შემთხვევაში შეკვეთებსაც მივიღებ.
საზოგადოებამ როგორ აიტაცა "რამე შავი", რა გამოხმაურება მოჰყვა?
- იდეამ მოწონება დაიმსახურა. ზუსტად ერთი თვის თავზე გაიყიდა პირველი “რამე შავის” ჩანთა, რაც დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის.
სახელწოდება "რამე შავი" მხოლოდ იმ შემთხვევის გამო შეარჩიეთ, რომელიც ფაბრიკაში მოხდა თუ განსაკუთრებულად მოგწონთ ეს ფერი? ან იქნებ, მიზეზი ის იყო, რომ შავი ფერი საქართველოში ძალიან პოპულარულია...
- დიახ, ყველაფრის გათვალისწინებით, რამე შავი ყველას გარდერობში უნდა იყოს.