2019 წლის 14 იანვარს თბილისის მერის, კახი კალაძის ცოლმა და ბრენდ Anouki-ს დამფუძნებელმა ანუკი არეშიძემ Vogue-ს თავისი ჩანთის შემადგენლობა აჩვენა.
"როდესაც სახლიდან გავდივარ, აუცილებლად მიმაქვს თან ჩემი ტელეფონები: ერთი სამსახურის, მეილების შესამოწმებლად, ერთი ოჯახის წევრებისთვის და ფოტოაპარატისთვის და მესამე - მეგობრებთან დასაკავშირებლად.
ეს ჩემი კამერა და ჩემი სიყვარულია, რადგან ვგიჟდები ფოტოების გადაღებაზე. მას აქვს wifi.
celine-ს ბარათების ჩასადები, ძველი კოლექციიდან. ძალიან ლამაზი ფერია.
ჩემი საყვარელი მზის სათვალე - celine-ს ბრენდის. ასევე, ორგანაიზერი. ცუდი მეხსიერება მაქვს, ამიტომ ყველაფერს ვიწერ: შეხვედრებს, გეგმებს...
ზოგჯერ იდეა მომდის და მიყვარს, როცა მაშინვე ჩავინიშნავ.
ჩემი ბებიის ნაქონი სარკე, რომელიც პრინცესის სარკეს ჰგავს..."