Chanel-ის სახლის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორშაბათს, კარლის მდგომარეობის დამძიმების შედეგად, მისი ჰოსპიტალიზება მოხდა პარიზში არსებულ ამერიკულ კლინიკაში.
ბოლო პერიოდში ლაგერფილდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც პირველად ისტორიაში, ვერ მოახერხა პარიზში გამართულ მოდის კვირეულზე გამოჩენა. ჩვენების დასასრულ, პოდიუმზე მის ნაცვლად გამოვიდა შავებში გამოწყობილი ვირჯინია ვიარი.
დღეს მთელი მსოფლიო და მოდის ინდუსტრია კარლ ლაგერფილდს გლოვობს.
წყარო: elle