დემნა გვასალია სოციალური ქსელებში კვლავ განხილვის საგნად იქცა, თავისი ახალი გაზაფხული-ზაფხული 2019-ის კოლექციით. მან ინსტაგრამ ექაუნთზე გამოაქვეყნა ახალი კოლექციის ჯინსის ქურთუკები, რომლებსაც ცნობილი ქართველი მწერლებისა და პოეტების სახელები აწერია. მაგალითად, ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველი, გალაკტიონი.
„გინდათ იცოდეთ, თუ ვის ეკუთვნის ეს სახელები?“- დაწერა დიზაინერმა თავის გვერდზე და იქვე განმარტა მათი ვინაობაც. ჯინსის ქურთუკის შეძენა უკვე შესაძლებელია 2 035 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად, რაც დღევანდელი ეროვნული ბანკის კურსით 7 122 ლარს შეადგენს.