დიზაინერი ანუკი არეშიძე განსხვავებული იმიჯით გამოირჩევა. ის ხშირად ირგებს კლასიკურ სამოსს, რომელსაც დაბალქუსლიან ფეხსაცმელსაც ოსტატურად უხამებს.საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა წლების წინ და ახლა.
ის საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს არ ერიდებოდა და ყველაზე ხშირად მაინც თმის ვარცხნილობას იცვლიდა.
თავიდან დიზაინერს შედარებით მუქი ფერის ქერა თმა ჰქონდა, რომელიც ხორბლისფერში გადადიოდა. შემდეგ კი მოვარდისფრო ტონალობაც მოსინჯა.
ასე გამოიყურებოდა დიზაინერი უმაკიაჟოდ. აღსანიშნავია, რომ ანუკი ახლაც სადა მაკიაჟის მოყვარულია. წითელი ფერის ტუჩსაცხთან კი მინიმალურ, ნაკლებად მკვეთრ ტონებს იყენებს.
როგორც ხედავთ, ანუკის შავი ფერის თმაც ჰქონდა. ერთხანს თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, რასაც არც ახლა ღალატობს, თუმცა იყო პერიოდი, როცა გრძელ ქერა თმას ინტენსიურად ატარებდა.
რამდენჯერმე ტალღოვანი ეფექტიც სცადა, რამაც აშკარად გაამართლა.
ახლა დიზაინერის ცხოვრებაში ის ეტაპია, როცა ფერფლისფერში გარდამავალ სწორ, ქერა თმას ანიჭებს უპირატესობას.
წლებთან ერთად ანუკი კიდევ უფრო დაიხვეწა. მისი ჩაცმის სტილი მოდური ელემენტებით შესამჩნევად გამრავალფეროვნდა და კლასიკურ, ფერადი დეტალებით გაფორმებულ სამოსს იმაზე ხშირად იცვამს, ვიდრე უწინ.
"ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და ხშირად გვთავაზობს მის მიერ შექმნილ ახალ სამოსს, თავის ლუქებს და საინტერესო ფოტოებს.
ბოლო დროს გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ანუკი არეშიძემ თმის შეღებვაზე უარი თქვა და ბუნებრივ ფერს დაუბრუნდა.
და თქვენ რას იტყვით, ანუკის ახლანდელი იმიჯი უფრო მოგწონთ თუ ძველი?