ცნობილ დიზაინერს მიაჩნია, რომ იტალიელებმა სილამაზის ახალი ტიპი შექმნეს, რომელიც ცხიმიანი საკვების მოხმარებაზეა დაფუძნებული.
მოდელიერი კარლ ლაგერფელდი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იაპონიიდან და მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა. მისი აზრით, იაპონელი ქალები ბოლო წლების განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვალნენ.
"მე შევნიშნე, რომ იაპონელები ცოტა მოსუქდნენ, - თქვა დიზაინერმა, - ალბათ, იმიტომ, რომ უფრო მეტი ნამცხვრეულის, ტკბილეულის ჭამა დაიწყეს და სხვა კალორიულ პროდუქტსაც მიეძალნენ. ეს რეალური ცვლილებაა იაპონელების გარეგნობაში. ადრე, ძირითადად, გამხდრები იყვნენ. ეს ის სილამაზეა, რომელიც ნახევარფაბრიკატებს მოაქვს".
საინტერესოა, რომ ამას კარლ ლაგერფელდი ამბობს, რომელიც ადრე მხოლოდ გამხდრების სილამაზეს აღიარებდა. კუტურიემ იაპონელების მოდისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც აღნიშნა. მისი აზრით, იაპონელ გოგონებს უყვართ მოდა, მაგრამ მეტისმეტად სერიოზულად არ აღიქვამენ ამას.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)