დიზაინერი ანუკი არეშიძე ბოლო დროს ფერად, ბრჭყვიალა სამოსს ანიჭებს უპირატესობას. ერთი პერიოდი ის შავ-თეთრ ფერებს ამჯობინებდა, რაც მის ფოტოებსაც ეტყობოდა.
ახალმა ფოტომ, რომელიც ანუკიმ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, დიდი მოწონება დაიმსახურა. გამომწერებმა ის მზის სხივს შეადარეს და აღნიშნეს, რომ ნათელი ფერები ძალიან მოუხდა. ყვითელი კაბა, რომელსაც ახლა ხედავთ, ანუკის ახალი კოლექციიდანაა.
ანუკის გამორჩეული სტილის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება ხოლმე. ის ხშირად იმყოფება მილანში - შესაბამისად, ცდილობს, რომ იქაურ იერს ჩაცმულობითაც მოერგოს და სხვადასხვა ჩვენებას ესწრება.
მისთვის მნიშვნელოვანია დეტალები და სილამაზეს ზოგჯერ სწორედ მინიმალიზმში პოულობს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიზაინერი ძალიან კონტაქტურია. მისი გულშემატკივარი გოგონები ხშირად უკომენტარებენ, რომ მათთვის მისაბაძია, რაზეც ანუკის მუდმივად აქვს პასუხი.
გთავაზობთ დიზაინერის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ როგორი სტილის სამოსს ამჯობინებს ამ სეზონზე.