დიზაინერ ანუკი არეშიძეს "ინსტაგრამზე" უკვე 375 ათასი მიმდევარი ჰყავს. ბოლო პერიოდში ანუკი საკმაოდ აქტიური გახლდათ და მის ახალ სამოსს გამომწერები დადებითად აფასებენ.
ერთ-ერთი ფავორიტი იყო მისი გრძელი, ტყავის ქურთუკი, რომელსაც დიზაინერმა ჭაობისფერი ბერეტი შეუხამა.
იმავე სტილს დიზაინერმა ამგვარი, შედარებით განსხვავებული შეხამებით უპასუხა.
როგორც ხედავთ, პატარა ჩანთები კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.
ანუკიმ არც პატარა, შავ კაბას უღალატა. ეს სწორედ ის სამოსია, რომელიც თითქმის ყველა ქალის გარდერობში მოიძებნება.
გამომწერების მხრიდან ყველაზე მეტი მოწონება იმ კაბამ დაიმსახურა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.
ეს მშვენიერება Giambattista Valli-ს კოლექციიდანაა.
კლასიკური სამოსის გარდა, ამ სეზონზე თავისუფალი სტილის სამოსიც საკმაოდ აქტუალურია, რომელსაც განსხვავებული შტრიხები აქვს.