"ზოგჯერ მეც ვიღიმი" - სეზონის პოპულარული მოსაცმელები ანუკი არეშიძის მაგალითზე

"ზოგჯერ მეც ვიღიმი" - სეზონის პოპულარული მოსაცმელები ანუკი არეშიძის მაგალითზე
დიზაინერ ანუკი არეშიძეს ფოტოს გადაღების დროს, ძირითადად, სერიოზული სახე აქვს ხოლმე.
ერთი პერიოდი გამომწერები საუბრობდნენ იმაზე, რომ დიზაინერი ემოციებს ნაკლებად გამოხატავს.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ დააწერა ახალ ფოტოს სათაურად შემდეგი სიტყვები: "ზოგჯერ მეც ვიღიმი".
ის სეზონის ყველაზე პოპულარულ მოსაცმელს ირგებს. სწორედ ამ სტილის სამოსია ახლა წამოწეული წინა პლანზე. ანუკიმ "oversize ტანსაცმელს" ამჯერადაც არ უღალატა.

გამომწერები ანუკის ღიმილიან ფოტოს დადებითად შეხვდნენ. აი, რას წერენ ისინი: "ღიმილი საოცრად გიხდება", "ჩემი პირველი რეაქცია ფოტოს დანახვისას იყო შემდეგი: "ვაუ, ის იღიმის". ღიმილი უკეთესობისკენ
ცვლის ადამიანებს. ამიტომ, რატომაც არა?"..
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ლეოპარდის პრინტი დაბრუნდა და ის ახლა სეზონის ჰიტია.

ყურადღება ეთმობა მბზინავ ტონებს და განსხვავებულ ფაქტურასაც, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ფიგურირებს.


ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანუკის გამომწერებისთვის იყო კარამელისფერი ტყავის ქურთუკი, რომელიც ბევრმა დადებითად შეაფასა.



ამ "ლუქში" პატარა ზომის ჩანთაც ფიგურირებს, რაც ბოლო 1 წელია პოპულარობის ზენიტშია და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება.

დიზაინერმა აღნიშნა ისიც, რომ შავი ფერი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფერია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93