ახალი წლისთვის ყველა თავისებურად ემზადება. წელს ანუკის და მის ოჯახს წინა წელთან შედარებით ნაკლებად პომპეზური, სადა და ლამაზი ნაძვის ხე აქვთ.
წინა წელს, დიზაინერის და მისი მეუღლის ინიციატივით, ნაძვის ხე მთლიანად პოლაროიდის ფოტოებით იყო მორთული.
ცოტა ხნის წინ დიზაინერმა ანუკი არეშიძემ შვილებისთვის გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. იქიდან გამომდინარე, რომ ანუკი შვილების ფოტოებს "ინსტაგრამზე" ბოლო დროს იშვიათად აქვეყნებს, ალბათ, სთორისაც უამრავი ნახვა ექნებოდა.
ბოლო დროს ანუკი ბრჭყვიალა დეტალებით და შავი ფერითაა გატაცებული, რაც მის საახალწლო კოლექციაზეც აისახა. გთავაზობთ მის მიერ შექმნილ რამდენიმე ახალ კაბას, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა.