დიზაინერი ანუკი არეშიძე აქსესუარების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, რადგან ის ქალბატონებისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ აქსესუარები საუბრობენ ჩვენზე და ამბობენ იმას, როგორი ფერის თუ სტილის მოყვარული ვართ.
ამ სეზონზე ანუკის აქსესუარებში, ძირითადად, ოქროსფერი დომინირებს, რაც მისი საყურეებიდან, სამაჯურებიდან და ყელსაბამებიდანაც კარგად ჩანს.
თუ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ბოლო დროს დიზაინერი სადა, ნაზი ყელსაბამებითაა გატაცებული.
თუმცა, როდესაც ქუდებზე მიდგება საქმე, დიზაინერი ამ შემთხვევაში განსხვავებულ ფერებს ამჯობინებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ინსტაგრამზე" ძალიან ცოტა ფოტო აქვს ისეთი, სადაც ქუდით არის. ანუკი, ძირითადად, ბერეტებს ატარებს.
და, რა თქმა უნდა, ისევ შავი, კლასიკური სათვალეები. შავი ფერის სათვალე ხომ ყველანაირ სამოსს შეგვიძლია მოვახდინოთ.