მისი სტილი, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანია და დახვეწილი ნოტებით არის გაჯერებული.
ანუკის გამორჩეული სტილის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება ხოლმე.
მისთვის მნიშვნელოვანია დეტალები და სილამაზეს ზოგჯერ სწორედ მინიმალიზმში პოულობს.
2020 წლის საზაფხულო მოდა დიზაინერისთვის დაკავშირებულია დამჯდარ და მკვეთრ ტონებთან.
მის ჩაცმულობაში დომინირებს: იისფერი, მწვანე, სალათისფერი, კრემისფერი და შავი ფერები.
ანუკი უპირატესობას ნაზ ქსოვილებს ანიჭებს, მაგ: როგორიცაა ატლასი...
ბოლო დროს თმის აქსესუარებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და სამოსს ხშირად უხამებს.
ბევრი აღნიშნავს იმას, რომ მისი ჩაცმულობა 70-იანი წლების მოდის ახლებური პასუხია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიზაინერი ძალიან კონტაქტურია. მისი გულშემატკივარი გოგონები ხშირად უკომენტარებენ, რომ მათთვის მისაბაძია, რაზეც ანუკის მუდმივად აქვს პასუხი.
ერთად გადავხედოთ ანუკი არეშიძის ახალ ფოტოებს: