წვიმებიანი სეზონის გასაფერადებლად ერთ-ერთი მშვენიერი ხრიკი სწორედ ის არის, რომ ფერადი სამოსი გვეცვას.
დიზაინერი ანუკი არეშიძე ამ სეზონზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მკვეთრ და ნათელ ფერებზე.
მაგალითად, როგორიცაა მწვანე ფეხსაცმელი და სტაფილოსფერი კაბა.
თუმცა დიზაინერს ძალიან მოსწონს ნეიტრალური ფერებიც.
მის ახალ ფოტოებზე შენიშნავთ ვერცხლისფერ, ოქროსფერ ტონებს, რაც შემოდგომას ასევე ძალიან უხდება.
ანუკი ორიგინალური აქსესუარების მოყვარულია, რაც ამ ახალ ფოტოებზეც ჩანს.
თქვენ რას იტყვით, მოგწონთ დიზაინერის გემოვნება და საშემოდგომო სტილი?