დიზაინერმა მაკა კვიციანმა ადამიანებს თავი უკეთ პროექტ „მასტერშეფიდან“ დაამახსოვრა.
ამჟამად პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურიშია და ცხადია, მას თვალს ბევრი ქალბატონი ადევნებს.
მაკა „ინსტაგრამზე“ უზომოდ აქტიური არ არის, თუმცა გამომწერებს გულს არ სწყვეტს და ახალი ფოტოებით ეტაპობრივად ამარაგებს.
უკვე წლებია, რაც დიზაინერ ანუკი არეშიძესთან მეგობრობს და საერთო ინტერესებიც გააჩნიათ. მაკა ანუკის კოლექციის მომხმარებელიც არის და მის მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებს ყოველთვის ეხმაურება.
ერთად გადავხედოთ დიზაინერის ახალ ფოტოებს, სტილს და დეტალებს, რომლებიც განსხვავებულია.