Vetements-ის ახალი კოლექციის წარდგენის შემდეგ საზოგადოებამ დემნა გვასალიას ბრენდში დაბრუნება მოითხოვა

Vetements-ის ახალი კოლექციის წარდგენის შემდეგ საზოგადოებამ დემნა გვასალიას ბრენდში დაბრუნება მოითხოვა
ძმები გვასალიებისა და ბრენდ Vetements-ის ირგვლივ კვლავ არეულობაა. საზოგადოებამ Vetements-ის 2021 წლის კოლექცია უარყოფითად შეაფასა და დემნა გვასალიას დაბრუნებას ითხოვს.



მსოფლიოს მასშტაბით ცნობილმა ბრენდმა Vetements-მა სულ ახლახან 2021 წლის ზაფხულის კოლექცია წარადგინა, სადაც დიზაინერმა თეთრ მაისურზე ,,გვასალიებთან ერთად" დააწერა, საზოგადოებამ ახალ მაისურს ,,ნაგავი" უწოდა. ისინი კომენტარებში დემნა გვასალიას დაბრუნებას კვლავ ითხოვენ.

როგორც ცნობილია, 2019 წელს დემნამ თავისი შექმნილი ბრენდი დატოვა, რასაც მოდის სფეროში დიდი ქაოსი და აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც ცნობილია, დემნამ ბრენდი თავის ძმას, გურამს
დაუტოვა, თუმცა უცნობია, ვინ არის Vetements-ის ამჟამინდელი დიზაინერი.



დემნას წასვლის შემდეგ Vetements-ის პირველი კოლექცია მოდის სფეროსთვის დიდი განხილვის საგანი გახდა. დიზაინერთა ნაწილი ბრენდში დემნას ნაკლებობას განიცდიდა, ნაწილს კი ეს არ შეუმჩნევია.

2019 წელს დემნამ ბრენდიდან წასვლის შემდეგ უცხოურ გამოცემებთან ისაუბრა. მისი თქმით, მან თავისი მისია შეასრულა და წასვლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღო.

"Vetements-ი იმიტომ შევქმენი, რომ 2014 წელს მოდის ერთფეროვნებით მოწყენილი ვიყავი. მას შემდეგ ამ ბრენდმა მოდის სფეროში უამრავი რამ შეცვალა ჩემთვის და ვფიქრობ, ჩემი მისია უკვე შევასრულე".
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93