დემნა გვასალიამ GUCCI-თან თანამშრომლობით შექმნილი სამოსის პირველი სურათები "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. დიზაინერმა 2021 წლის ერთ-ერთი საუკეთესო კოლაბორაციისთვის ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა, წარწერებიანი, კლასიკური ორეული და რამდენიმე ფერის პიჯაკი შეარჩია და საზოგადოებას გაუზიარა.
რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მსოფლიოში ცნობილ ბრენდ GUCCI-თან თანამშრომლობით სამოსს შექმნიდა. დემნამ ეს სიახლე ოფიციალურად დაადასტურა და სამოსსზე ზრუნვაც დაიწყო. გვასალიამ, ბრენდთან ერთად "გუჩის" კონცეფცია არ დაივიწყა და ხალხს ყვავილებიანი სამოსიც შესთავა.
ახალ კლასიკურ ორეულს, "ბალენსიაგა" და "გუჩი" აწერია. ორეულის შიგნით მოდელს, თეთრი პერანგი ან მაისური აცვია, რაც მიგვანიშნებს, რომ ბრენდებმა მთლიანად კლასიკურ სტილზე გააკეთეს აქცენტი. პიჯაკი და ქვედაბოლო კაშკაშებს და დემნას სტილს გამოხატავს.
"მახსოვს, 90-იანების ბოლოს ჩემი პირველი სუნამო ვიყიდე (მარტივი, რაც საბჭოთა კავშირში იშოვებოდა) პატარა გუჩის სუნამო იყო, ახლაც შენახული მაქვს", - წერს დემნა გვასალია.
როგორც ჩანს, დემნა ახალი წამოწყებით გახარებულია და ამ თანამშრომლობისგან ხალხის დადებით ემოციებს ელის.
"როდესაც "ბალენსიაგა" შეხვდა "გუჩის" - ვიდეო კოლაბორაციიდან.
"ბალენსიაგასა" და "გუჩის" თანამშრომლობა მხოლოდ სამოსს არ მოიცავს, დიზაინერებმა ორიგინალური აქსესუარებიც შექმნეს და ჩვენებაზე წარადგინეს. კლასიკური ჩანთა "გუჩის" პრინტით და სათვალეები დემნასთვის საყვარელი აქსესუარებია.