მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ კი მის მიმართ ინტერესი და ყურადღება გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს დიზაინერის სტილი. მისი გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ მაკა ყოველთვის იდეალურად გამოიყურება და გემოვნებით იცვამს. ცივი დღეების მიუხედავად, მაკა კვიციანის გარდერობი ფერადი და ნათელი ფერებით გამოირჩევა. ის ამ სეზონზე უპირატესობას ცისფერ და წითელ ტონებს ანიჭებს: „მომწონს შენი დახვეწილი სტილი“, „შეუდარებელი ხარ“, „ამ ქალს ასაკი კი არ ემატება, აკლდება“, „ყოველთვის იდეალური“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
წარმატებული კარიერის პარალელურად, მაკა კვიციანი სამი შვილის დედაა. მაკას მეუღლე ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც 2017 წლიდან მ²-ის მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.