სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ, თუ რატომ არ წავიდა ანუკი არეშიძე „ბალენსიაგას“ ჩვენებაზე და ამის მიზეზად დემნა გვასალიას პოლიტიკურ განცხადებას ასახელებენ. როგორც ცნობილია, დემნა გვასალიამ ხელი მოაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შექმნილ პეტიციას. ინფორმაცია ამის შესახებ „ფეისბუკში“ ნიკა გვარამიამ გაავრცელა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ კახა კალაძის მეუღლისთვის ეს ქმედება მიუღებელი იყო და სწორედ ეს გახდა უარის მიზეზიც.
ანუკი არეშიძემ კი „ინსტაგრამსთორიში“ მოსაწვევის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჩვენებას კოვიდრეგულაციების გამო ვერ დაესწრო.