„მაკა კვიციანის მდიდრული სახლი, ორიგინალური ბიბლიოთეკა და მცენარეები“ - როგორ ცხოვრობს დიზაინერი საკუთარი გემოვნებით მოწყობილ სახლში

„მაკა კვიციანის მდიდრული სახლი, ორიგინალური ბიბლიოთეკა და მცენარეები“ - როგორ ცხოვრობს დიზაინერი საკუთარი გემოვნებით მოწყობილ სახლში
მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.


ამჯერად ყურადღებას მაკა კვიციანის საცხოვრებელი სახლი იქცევს, რომლის მოწყობის შესახებაც მან Home is-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, სახლის ინტერიერის შექმნაში მას
მეგობარი ქეთი ასათიანი დაეხმარა. მაკა ინტერვიუში ამბობს, რომ სახლის პროექტი უკვე არსებობდა და დღევანდელი შენობის ნაწილი უკვე იდგა. რაც შეეხება დაგეგმარებას, იგი მინიმალურად შეიცვალა: „ბებიაჩემის სვანეთის სახლში იყო დიდი პანო. კომუნისტების დროს მსგავსი პანოები ძალიან პოპულარული იყო. მასზე გამოსახული იყო შემოდგომის ხეები. სახლის კეთება როცა დავიწყე, ამოვიჩემე, რომ მეც მინდოდა პანო მქონოდა. შემდეგ უკვე მე და ქეთი ასათიანმა ვიპოვეთ ეს ლაკრუას პანო და გავაკარით კედელზე. ყველა მეუბნებოდა, რომ შემაწუხებდა, თუმცა არ ვთვლი, რომ მე ის მაწუხებს.”




სახლში განსაკუთრებით თვალშისაცემია მცენარეები. სწორედ მცენარის პრინტიანი კედლები და ფარდები გვხვდება მისაღებ ოთახშიც, რაც სახლს განსაკუთრებულ იერს სძენს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კი ლურჯი ფერის ბიბლიოთეკაა: „ძალიან პატარა ვიყავი, როცა ლონდონში, ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მსგავსად გადაშლილი წიგნები ვნახე. მომეწონა ეს იდეა, რადგან დიდი წიგნების გადმოღება ყოველთვის ძალიან რთულია ხოლმე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე კი, სულ მიწევს ქექვა. ამიტომაც, ისინი ამ ფორმით დავალაგე. რაც შეეხება კაბინეტის ფერს, რატომღაც თავიდანვე ვიცოდი, რომ აქაურობა ლურჯი უნდა ყოფილიყო” - თქვა მაკამ.



გარდა ინტერიერისა, განსაკუთრებულია სახლის ეზოც. როგორც დიზაინერმა ინტერვიუში აღნიშნა, მის მოწყობაში „გარდენია შევარდნაძე“ დაეხმარა: „ჩემი სახლი ჩემი სამყაროა. ზოგჯერ ვამბობ, რომ კოლექციებში ვერ ვახერხებ საკუთარი თავის გამოხატვას ისე, როგორც ეს ჩემს სახლში მოვახერხე. ვინც უნდა ნახოს ეს სახლი, ყველა ამბობს, რომ კი, ეს ნამდვილად მაკას სახლია.”




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
naka
ძალიან მომეწონა ლამაზი სახლია და დახვეწილი . სუპერ
11:26 / 04-01-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93