„ახალ წელს სასწაულები ხდება, მეც სასწაულად გავთხოვდი და უკვე 6 წელია, საქართველოში ვცხოვრობ“ - მილიონერი ლაკო ბუკიას მდიდრული სახლი და ოჯახური იდილია

„ახალ წელს სასწაულები ხდება, მეც სასწაულად გავთხოვდი და უკვე 6 წელია, საქართველოში ვცხოვრობ“ - მილიონერი ლაკო ბუკიას მდიდრული სახლი და ოჯახური იდილია
დიზაინერ ლაკო ბუკიას საქართველოში ბევრი იცნობს, მან მოდის სფეროში არაერთ წარმატებას მიაღწია და საკუთარი ბრენდის მსოფლიოსთვის გაცნობაც შეძლო. ლაკო გოდერძი ბუკიას ქალიშვილია. მან განათლება უცხოეთში, ლონდონის მოდის კოლეჯში და ნიუ-იორკში, დიზაინის სკოლაში მიიღო. მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ევროპისა და ამერიკის მოდის კვირეულებში. ლაკოს შემოქმედების ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ამერიკელი დიზაინერი დონა კარანია.


წარმატებული კარიერის პარალელურად, არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს ლაკოს პირადი ცხოვრებაც. მან 2015 წელს რეზიკო მანჯგალაძეზე იქორწინა და წყვილმა ზღაპრული ქორწილი ჩაქვში გადაიხადა. ქორწილს შოუბიზნესისა და მთავრობის
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე.

„6 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ნიუ-იორკიდან საახალწლოდ ჩამოვედი მხოლოდ 2 კვირით. უნდა დამესვენა, მენახა ჩემი მეგობრები, ოჯახი და უკან უნდა დავბრუნებულიყავი, რომ გამეგრძელებინა ჩემი კარიერული წინსვლა, მაგრამ, როგორც ვიცით, ახალ წელს სასწაულები ხდება, მეც სასწაულად გავთხოვდი და, 2 კვირა კი არა, აგერ, უკვე 6 წელია, საქართველოში ვცხოვრობ. როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, ყველაფერი ბედია და შენ რომ დაიბადე, უკვე გადაწყდა შენი ბედიო. ამიტომ სასწაულები ნამდვილად ხდება და, ალბათ, ჩვენი ბედიც ნამდვილად დაწერილია” - წერდა ლაკო ბუკია გასულ წელს.

ლაკო და რეზიკო 2017 წელს პირველი შვილის მშობლები გახდნენ, მათ ახალშობილს იკა დაარქვეს.



დიზაინერი ოჯახთან ერთად ვაკეში, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს: “სახლი დიზაინერ ნინო ნოზაძის დახმარებით გავაკეთეთ და მართლა განსხვავებული და უცხო გამოვიდა. ეს კი პროფესიონალის გარეშე, ჩვენი გემოვნებით გავარემონტეთ. კარგია, როცა დიზაინერი გიკეთებს, თუმცა, მან ბოლომდე უნდა გაითვალისწინოს ყველა წვრილმანი - ვინ იცხოვრებს ამ სახლში, როგორი ცხოვრების წესი და რა ინტერესები აქვთ ამ ადამიანებს, და ა.შ.“ - ამბობდა ლაკო "შინ"-თან ინტერვიუს დროს.



დიზაინერი, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, ოჯახთან ერთად დიდ დროს ატარებს წყნეთის აგარაკზეც: „როცა შევიძინეთ, თითქმის მთლიანად გაკეთებული იყო, მოწყობაზე კი უკვე დედამ იზრუნა. როგორც ჩანს, ძალიან გემოვნებიანმა ადამიანმა გააკეთა და მერე გაყიდვა მოუწია. წყნეთთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ჯერ მარტო იმიტომ მიყვარს იქ ასვლა, რომ მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით, ერთად ვცხოვრობთ, გვაქვს აუზი, ხშირად მოდიან მეგობრები, მხიარულებაა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ზაფხული, დათვივით ვარ, შემიძლია ზამთარში დავიძინო და ზაფხულში გავიღვიძო, შეიძლება ითქვას, ამ სეზონზე ვცოცხლდები, წყნეთიც ზაფხულთან ასოცირდება და განსაკუთრებული ემოციები მაქვს” - ამბობდა ლაკო ბუკია.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93