დიზაინერი მაკა კვიციანი ფართო საზოგადოებამ კულინარიული შოუ „მასტერშეფიდან“ და პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, სადაც მან ჟიურის ამპლუა მოირგო. მაკა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. ის ბრენდ „დალოდის“ შემოქმედებითი ხელმძღვანელია.
როგორც მისი გამომწერები აღნიშნავენ, დიზაინერი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება და იდეალურ ფორმას ინარჩუნებს. როგორც აღმოჩნდა, მაკა ორგანიზმის გამოღვიძებისთვის დღეს ერთი ჭიქა წლით იწყებს, დღის განმავლობაში კი 2 ლიტრ სითხეს იღებს. დიზაინერი ქალებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სახის დაბანასა და გასუფთავებას, ჯანსაღი სახის კანისთვის კი თავად მაწვნისა და კურკუმას, ასევე, მაწვნისა და ლიმონის ნიღაბს იყენებს.
ამჯერად მაკა კვიციანი ძველ კადრებს აქვეყნებს: „21 წლის მაკა“ - წერს დიზაინერი. როგორც ჩანს, ის წლების წინაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.