,,დარჩი ძლიერი, უკრაინა! ჩვენ გვესმის, როგორი რთულია ახლა თქვენს მდგომარეობაში ყოფნა. ჩვენ მხარს გიჭერთ და თქვენ გვერდით ვართ აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დიზაინერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
შეგახსენებთ, რომ მოდის რევოლუციონერი გვასალია 1981 წლის 25 მარტს აფხაზეთში დაიბადა და ყველა ის მოვლენა, რაც ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს, დემნასთვის საკმაოდ ნაცნობია. დიზაინერი თითქმის ყველა კოლექციაში მკაფიოდ უსვამს ხაზს ოკუპაციასა და ნოსტალგიებს, რომლებიც სოხუმის დატოვების შემდეგ შემორჩა. მიუხედავად იმისა, რომ დემნას უმეტესობა იცნობს, როგორც ფრანგული მოდის სახლის, "ბალენსიაგას" შემოქმედებით ხელმძღვანელს, იგი აქტიურად მონაწილეობდა და აწყობდა ჩვენებებს საკუთარი ბრენდის, „ვეტმანის’’ სახელით. სწორედ ვეტმანს იყენებდა დიზაინერი მსოფლიოსათვის შეტყობინებების გასაგზავნად და საკუთარი თუ ქვეყნის მიერ განვლილი რთული გზის მოსაყოლად.
,,ვგრძნობ, ყველა საუბრობს ომზე, კატასტროფაზე და მე ვარ როგორც, კი, მე ვიცი ზუსტად, რას ნიშნავს ომი. ეს ჩემს ცხოვრებას ეხება, მაგრამ ეს ასევე მთელ მსოფლიოსაც ეხება’’ - განაცხადა დიზაინერმა ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც საქართველოს წარსულსა და ტრადიციებთან დაკავშირებული სამოსი წარადგინა.
ელენე ასათიანი