ნანუშკა, კოპერნი და ბალენსიაგა იმ ბრენდებს შორის არიან, რომლებმაც საჯარო სოლიდარობა უკრაინის მიმართ საკუთარი კოლექციებითა და მოდის ჩვენებებით გამოხატეს.
ნანუშკას 2022 წლის შემოდგომისთვის, პარიზში ჩასულმა გულშემატკივრებმა პირველ რიგში უკრაინის ეროვნული ჰიმნი მოისმინეს. სანამ მოდელები პოდიუმზე გამოდიოდნენ, კულისებს მიღმა სერიოზული პოლიტიკური მოლაპარაკებები წყდებოდა. ნანუშკას ბრენდმა გააუქმა შეთანხმებები რუს პარტნიორებთან და შეაჩერა შემდგომი შეკვეთებიც.
„ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება - ეს არის ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გვინდა პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობა მივიღოთ რუსეთში ვაჭრობის დაფინანსებაში, რადგან ის მოგებას იღებს“, - განაცხადა ნანუშკას აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერმა. ”ჩვენი ბრენდის ღირებულებებიდან გამომდინარე, უბრალოდ არ შეგვიძლია ამის გაკეთება.”
მათ ასევე შეწყვიტეს ონლაინ გაყიდვები რუსეთის ბაზარზე.
ნანუშკას განცხადების შემდეგ, შანელმა, H&M მა და ჰერმესმა დახურეს მაღაზიები და შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში. შემოწირულობის სახით გასცეს თითქმის 5,5 მილიონი დოლარი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ პატარა კომპანია ვართ, გვაძლევს საშუალებას ვიყოთ უფრო მოქნილები და მივიღოთ გადაწყვეტილებები ბევრად უფრო სწრაფად“, ამბობს აღმასრულებელი დირექტორი, ბალდასტი და განმარტავს, თუ რატომ შეძლო მან ასეთთი დაყოვნებლივი ნაბიჯის გადადგმა. ”გადაწყვეტილების სირთულე ძალიან განსხვავებულია, როდესაც თქვენ უშუალოდ მართავთ მაღაზიებს ქვეყანაში და ხართ პასუხისმგებელი თქვენს თანამშრომლებზე.” კრიზისს ასევე აქვს ღრმა პირადი რეზონანსი, „ჩვენ განსხვავებული პერსპექტივა გვაქვს; მე დავიბადე 1985 წელს და ნანუშკას კრეატიული დირექტორი სანდრა, დაიბადა 1982 წელს“, - თქვა მან. ”ის რვა წლის იყო, როდესაც რუსეთის არმიამ დატოვა უნგრეთი თითქმის 40-წლიანი შემოჭრისა და ოკუპაციის შემდეგ.”
ქართველი დიზაინერი დავით გიორგაძე ამბობს, რომ მისი ბრენდი თბილისის ატელიეში უკრაინული მოდის საზოგადოების წევრებს უმასპინძლებს. ”ჩვენ პატარები ვართ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ კვირაში ხუთ-დან 10 ადამიანს ვუმასპინძლებთ”, - ამბობს ის.
ამავდროულად, ჯიჯი ჰადიდმა, მისმა დამ ბელამ, კაია გერბერმა და სხვა მოდელებმა პირობა დადეს, რომ გადასცემენ შოუებში მიღებული თანხის ნაწილს (ან ჯიჯის შემთხვევაში, მთლიან თანხას) უკრაინულ ორგანიზაციებს მხარდასაჭერად.
კიეველმა დიზაინერმა სვიტლანა ბევზამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩვენება უკრაინის დროშის პროეციით დახურა.
Gucci, Prada, Versace და Giorgio Armani, ყურადღებას ამახვილებდნენ კონფლიქტზე და მოუწოდებდნენ ხალხს მოქმედებისკენ. „განვითარებული ტრაგედიის“ მოტივით, ჯორჯო არმანიმ თავისი კოლექცია ჩუმად წარადგინა, ხოლო პარიზის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება და მოუწოდა დამსწრეებს, „მოახლოებული დღეების ჩვენებები საზეიმოდ და ამ ბნელი საათების ასახვით დაეწყოთ უკრაინელების გასამხნევებლად .”
პარიზში, კოპერნის დიზაინერებმა სებასტიან მეიერმა და არნო ვაილანტმა, რომელთა შოუში ორივე ჰადიდი იყო წარმოდგენილი, თავიანთი კოლექცია მიუძღვნეს კიევში დაფუძნებულ ატელიეს Cap Est Sarl-ის ქალებს, რომლებთანაც ისინი მუშაობენ; მოდელებს ეცვათ სვიტერი უკრაინის დროშის ფერებში.
უკრაინელმა დიზაინერმა ლილია ლიტკოვსკაიამ თავი აარიდა პარიზის ტრანოის სავაჭრო შოუზე საკუთარი კოლექციის ჩვენებას,
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხი კაციანი გუნდი ვართ, ყველაფერი გავაჩერეთ, წავედით სუპერმარკეტში, ვიყიდეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და კურიერის საშუალებით გავგზავნეთ. შესაძლოა, ეს არ არის ბევრი, მაგრამ ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა ის, რაც შესაძლებელი იყო.“ - თქვა ლეიბლის მოდის სახლის დამფუძნებელმა, მერიონ რეპარმა.
Balenciaga-მ გამოიყენა თავისი 12,8 მილიონი ინსტაგრამის გამომწერი, რათა გაეძლიერებინა უკრაინის მხარდაჭერის საქმე და გაავრცელა გადამოწმებული ინფორმაცია, ძვირადღირებულმა სახლმა წაშალა მთელი წინა კონტენტი ერთი პოსტის გარდა, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა უკრაინას.
ის ფაქტი, რომ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გაიზარდა საქართველოში - მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო - იყო აქტივიზმის კატალიზატორი. როგორც დიზაინერმა დაწერა თავის შოუში, ”უკრაინის ომმა გამოიწვია წარსული ტრავმის ტკივილი, რომელიც მე მქონდა ჩემში 1993 წლიდან, როდესაც იგივე მოხდა ჩემს სამშობლოში და მე გავხდი სამუდამოდ ლტოლვილი.”
გვასალიამ თქვა: "ასეთ დროს... მოდის კვირეული რაღაც აბსურდულად იგრძნობა" - მაგრამ გადაწყვიტა, რომ მისი გაუქმება ნიშნავს "დანებებას იმ ბოროტებისთვის, რომელმაც უკვე ატკინა თითქმის 30 წლის განმავლობაში. ”
ალბათ, დიზაინერმა ბალდაშტიმ ყველაზე კარგად შეაჯამა ეს საკითხი, როდესაც განაცხადა:
”კომპანიებს აქვთ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, საიდანაც ისინი სარგებელს იღებენ - ეს მხოლოდ ძირითადი პრინციპია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოდას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.”