დიზაინერი მაკა კვიციანი ფართო საზოგადოებამ კულინარიული შოუ „მასტერშეფიდან“ და პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, სადაც მან ჟიურის ამპლუა მოირგო. მაკა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. ის ბრენდ „დალოდის“ შემოქმედებითი ხელმძღვანელია.
როგორც მისი გამომწერები აღნიშნავენ, დიზაინერი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება და იდეალურ ფორმას ინარჩუნებს. როგორც აღმოჩნდა, მაკა ორგანიზმის გამოღვიძებისთვის დღეს ერთი ჭიქა წლით იწყებს, დღის განმავლობაში კი 2 ლიტრ სითხეს იღებს. დიზაინერი ქალებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სახის დაბანასა და გასუფთავებას.
ჟურნალ O.K-სთან ინტერვიუში მაკამ ფილერებისა და პლასტიკური ჩარევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს ხერხებს აღარ მიმართავს.
„თავის მოვლას დაახლოებით ნახევარ საათს ვუთმობ ყოველ დილით და ასევე, საღამოს. აქტიურად ვიღებ სხვადასხვა სახის ვიტამინს, მაგრამ რაც შეეხება ინიექციებს, საკმაოდ მოვუკელი პანდემიის შემდეგ, რადგან არ არის რეკომენდებული ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აღარც ფილერებს ვწყალობ დიდად. ვცდილობ, ჯანსაღი საშუალებებით მივაღწიო სასურველ შედეგს. ყოველდღიურად ბევრ წყალს ვსვამ. ამ ეტაპზე იოგა დაემატა ჩემს ცხოვრებას“ - თქვა დიზაინერმა.
„21 წლის მაკა“ - როგორ გამოიყურებოდა მაკა კვიციანი წლების წინ - დიზაინერი ძველ ფოტოებს აქვეყნებს
ბრძოლა ზედმეტ კილოგრამებთან, წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი - ვინ არის და რას საქმიანობს მაკა კვიციანის და, ბაია კვიციანი