დემნა გვასალიას მოდის სამყაროში ყველა იცნობს. ქართველი დიზაინერი უკვე წლებია „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი დირექტორია და შეიძლება ითქვას, რომ მის გარეშე სამოდელო სფეროში არცერთი მნიშვნელოვანი სიახლე არ ხდება. ამჯერად დემნამ „ბალენსიაგას“ ჩვენება, კარიერის განმავლობაში პირველად, ნიუ-იორკში გამართა.
23 მაისის მოდის კვირეული დემნასთვის განსაკუთრებული იყო. ბოლო პერიოდში მან დაადასტურა „ადიდასის“ ბრენდთან თანამშრომლობაც და ფეხი აუწყო თანამედროვე სამყაროს სიახლეებს, რის ნიშნადაც ნიუ-იორკის მაღაზიებში კრიპტოვალუტის გადახდის სისტემა მიიღო.
დემნამ ჩვენება საფონდო ბირჟის ტერიტორიაზე გამართა. საღამოს, რა თქმა უნდა, არც თავად ანა ვინტური გამოჰკლებია, რომელიც მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ფიგურა და „ვოგის“ ყველა გამოცემის საინფორმაციო პოლიტიკის უფროსია.
„ბალენსიაგას“ ჩვენებას დაესწრო რეპერი ქანიე უესტიც, რომელიც გვასალიას ახლო მეგობარი და მისი ბრენდის სახეა. თავად დიზაინერი მაყურებლების წინაშე „ადიდასის“ სამოსით და შავი თავსაბურავით წარდგა.
შეგახსენებთ, რომ საკუთარი კოლექციის სანახავად დემნამ სტუმრებს „ბალენსიაგას“ დოლარები გაუგზავნა, რამაც საზოგადოებაში ჩვენების მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია.
"არასდროს წარმომედგინა, თუ ოდესმე ამას ვიტყოდი! შრომა ყოველთვის ფასდება და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. დემნა, შენ ჩემი გმირი ხარ" - საბა ბახიას მორიგი წარმატება
„ვამაყობ, რომ შენთან ვმუშაობ; მადლობა, დემნა, მადლობა "ბალენსიაგას" გუნდს, ყველანი შესანიშნავები ხართ“ - ბელა ჰადიდი შოუდან მიღებულ თანხას უკრაინელების დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს