მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეა. ქეთა განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელებში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
თუმცა, მომღერლის სტატუსის გარდა, ქეთას ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი Ketione აქვს, რომლის ახალი კოლექციაც საკუთარ ტანზე მოირგო.
ქეთამ ფოტოები საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
„საოცრებაა“, „ბადალი არ გყავს“, - წერენ ქეთას გამომწერები.