"უკვე 30 წელია მიყვარხარ... მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები" - ვის ეძღვნებოდა დემნა გვასალიას მიმართვა "ბალენსიაგას" ჩვენების წინ

"უკვე 30 წელია მიყვარხარ... მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები" - ვის ეძღვნებოდა დემნა გვასალიას მიმართვა "ბალენსიაგას" ჩვენების წინ
„ბალენსიაგას“ ჩვენების დაწყების წინ დემნა გვასალია დამსწრეების წინაშე ემოციური მიმართვით წარდგა, რომელიც, დემნას გულშემატკივრების ვარაუდით, აფხაზეთს ეძღვნებოდა:

„მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა. ვფიქრობდი, ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დ
არდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა. არასდროს ვიცოდი, როგორ აღმეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. ეს იმედის იმიჯები. უკვე 30 წელია მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები.“ – თქვა დემნამ.

[თარგმანი: ანანო ბაკურაძე]



"უკაცრავად, ბებიაჩემია; გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს" - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის საპასუხოდ ინტერვიუ შეწყვიტა

"არასდროს წარმომედგინა, თუ ოდესმე ამას ვიტყოდი! შრომა ყოველთვის ფასდება და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. დემნა, შენ ჩემი გმირი ხარ" - საბა ბახიას მორიგი წარმატება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93