Dior-ის მოდის სახლი Valentino-სგან 100 000 ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. „დიორის“ შემოქმედებითი დირექტორი აცხადებს, რომ მათი ერთ-ერთი მაღაზიის მახლობლად გამართულმა „ვალენტინოს“ ჩვენებამ საცობები და გადატვირთული მოძრაობა გამოიწვია, რის გამოც მომხმარებლები „დიორის“ მაღაზიაში შესვლას ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ, ისინი ბრენდისგან კომპენსაციის სახით დიდი რაოდენობის თანხის მიღებას ითხოვენ.