გერმანელმა მოდელიერმა და ფოტოგრაფმა კარლ ლაგერფელდმა, რომელიც ”შანელის” მოდის სახლში მუშაობს და მწარე ენით გამოირჩევა, ამჯერად საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა.
მან თავისი მოსაზრება გამოთქვა ფრანსუა ოლანდის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეძლებულ ფრანგებთან მიმართებით და გამოთქმები არ შეურჩევია. ”ეს ბრიყვი ისეთივე კოშმარად იქცევა, როგორიც საპატერო იყო (ესპანეთის ყოფილი პრემიერი - მთარგმ.). ოლანდი ვერ იტანს მდიდრებს.
ეს კატასტროფაა. მას სურს მათი დასჯა. რა თქმა უნდა, შეძლებული ფრანგები გაემგზავრებიან ქვეყნიდან და ეკონომიკაში ინვესტიციებს არავინ ჩადებს. არც უცხოელებს სურთ საფრანგეთში ფულის დაბანდება. ასე კი ვერაფერი იმუშავებს, - განაცხადა ლაგერფელდმა, - საფრანგეთი არაკონკურენტუნარიანია მოდის ინდუსტრიის, ძვირფასი სამკაულების, პარფიუმერიისა და ღვინის გარეშე.
დანარჩენი საქონელი არ იყიდება. ვინ ყიდულობს ფრანგულ მანქანებს? მე პირადად - არა”.
ლაგერფელდმა ოლანდის საგადასახადო პოლიტიკის გაკრიტიკებამდე რუსი მამაკაცების წყრომა გამოიწვია.
მან აღნიშნა, რომ რუსი ქალების ადგილას ლესბოსელი გახდებოდა, იმდენად უვარგისები არიან რუსი მამაკაცები. უფრო ადრე კი ადელის ფანები განარისხა, როცა მის სიმსუქნეზე უტაქტოდ ილაპარაკა.
ჟურნალი ”რეიტიგი”
(გამოდის ორშაბათობით)