საქართველოს მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექცია იტალიელმა დიზაინერმა მარკო კორსომ წარმოადგინა. დიზაინერის კოლექციის ინსპირაცია ოქროს მაძიებელი ქალია.
- როგორ დაიბადა კოლექციის კონცეფცია და როგორ იმუშავეთ მასზე?
- ჩემი კოლექციის კონცეფცია წარმოსახვითი ქალია, რომელიც უდაბნოში ოქროს ეძებს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, კოლექციის მთავარი იდეა სიმდიდრის ძიებაა.
- თქვენ ამბობთ, რომ კოლექცია თანამედროვე ქალს მიუძღვენით?
- რა თქმა უნდა. ჩემი კოლექცია თანამედროვე ქალის სულისკვეთებას გამოხატავს. ისინი მუშაობენ, შრომობენ, იბრძვიან სიმდიდრის მოსაპოვებლად. ეს იდეა უდაბნოსთან მიმართებაში გადმოვიტანე.
- იდეის განსახორციელებლად რომელი ქსოვილი გამოიყენეთ?
- კოლექციაში გამოვიყენე მეტალი, რომელიც ოქრო არაა, მაგრამ ზედაპირით ჰგავს. გამოვიყენე ასევე ტყავი, კოტონი და ლატექსი.
- ოქროს მაძიებელი ქალი თქვენთვის საინტერესოა?
- ასეთი ქალი ჩემთვის უინტერესოა - მხოლოდ კოლექციის იდეად რჩება.
- კოლექციაზე მუშაობის დროს რამდენად ითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს?
- ტენდენცია ყველა დიზაინერისათვის თითქმის ერთია. მთავარია, რამდენად განსხვავებულ იდეას ამუშავებ. სხვაგვარად, ახალი ტენდენციის შექმნას ვერ მოახერხებ.
- რამდენად საინტერესოა თქვენთვის საქართველოს მოდის კვირეულზე მონაწილეობა?
- ძალიან საინტერესოა. ეცნობი სრულიად განსხვავებულ დიზაინერებს - ამასთან ამ კვირეულზე მონაწილეობა ჩემთვის დასაფასებელია.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი ”ბომონდი”