წითელი ჰაეროვანი კაბები, ორიგინალური სათვალეები, ორმოციანი წლების განწყობა და მარლენ დიტრიხის სიმღერა -მორიგი ჩვენება ატელიე "ინფორმალის" დიზაინერებმა ლელა ელოშვილმა და თეონა გარდაფხაძემ წარმოგვიდგინეს.
დიზაინერებმა მასალად გამოიყენეს აბრეშუმი და მცირე რაოდენობით პოლიესტერი -"პრინტების" ეფექტისათვის, რამაც გაამართლა, რომანტიკული განწყობა შექმნა და შეკრა კოლექცია. ჩვენებას ორმოციანი წლების აქცენტი ჰქონდა, შესაბამისი იყო ვარცხნილობაც და მუსიკაც.
უფრო წითელი ფერი ჭარბობდა, ეს იყო მათი ხაზი, რომელიც ყველა კოსტიუმს გასდევდა. ადრე უფრო პასტელურ ფერებს იყენებდნენ, ახლა კი წითელი ჩაერთო "აგრესიულად", იყო მწვანე და ჭრელიც, შავმა ცოტა გააუხეშა, თუმცა მთლიანობაში ნაზი და ქალური გამოვიდა.
ეს უფრო "ვინთიჯ" კოლექციას წააგავდა, დიზაინერებმა გაიხსენეს ძველი პერიოდი, ზოგადად, "ვინთიჯ" ტანსაცმელი რამდენიმე წელია აქტუალურია. მათი მიზანი იყო, ეს ყველაფერი ჰარმონიულად შეეხამებინათ ერთმანეთთან და გამოსულიყო კარგად მოსარგები ტანსაცმელი.
"ინფორმალი"აპირებს საკუთარი ბრენდის სახელით გამოუშვას ამ ორიგინალური ფორმის სათვალეების სერიაც.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "ბომონდი"