წითელი, შავი, ნაცრისფერი პიჯაკები და ქვედაბოლოები, ასიმეტრიული, მკაცრი სილუეტი და არათბილისური ხედვა-საგანგებოდ საქართველოს მოდის კვირეულისთვის თურქეთიდან დიზაინერი გიორგი ამირეჯიბი ჩამოვიდა. იგი სტამბოლში ცხოვრობს და ამის გამო ”უცხო ხედვა” ტანსაცმელსაც ეტყობოდა. კვირეული მისი ჩვენებით დაიხურა.
გიორგის საქართველო ძალიან უყვარს და სულ აპირებს დაბრუნებას, თუმცა ჯერ სტაბილურობას ელოდება. მოდელიერს განსაკუთრებული შთაგონების წყარო არ ჰქონია, მასშტაბური კოლექცია დიდი ხანია არ შეუქმნია და ამაზე გამუდმებით ფიქრობდა.
ამჯერად, სურვილი ჰქონდა, კოლექცია ისეთი გამოსულიყო, რომ არა მარტო უცხოელებს, ქართველებსაც მოსწონებოდათ.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი ”ბომონდი”