შესაძლოა, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ ციხე კი აიცილონ თავიდან, თუმცა დიდი შანსი აქვთ, რომ მათი ბრენდი დაიხუროს: მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდა, სავარაუდოდ, ბრენდ Dolce & Gabbana-სთვის სერიოზული განაჩენი იქნება.
2013 წლის ივნისში დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ფინანსური ოპერაციების გაყალბებასა და გადასახადების დაფარვაში დაადანაშაულეს და 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და 400 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
თავისუფლების აღკვეთის რეალურობა თუ ძნელად დასაჯერებელია, ჯარიმის გადახდა მათ აუცილებლად მოუწევთ. დოლჩემ და გაბანამ უკვე აღიარეს, რომ ეს მათი მოდური იმპერიის დასასრული იქნება.
"ბრენდი ვერ გადაიტანს ამხელა ხარჯს და ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რომ დავიხუროთ", - განაცხადეს დიზაინერებმა. ადრე მათ უკვე შეაჩერეს მილანის ცხრა ბუტიკის მუშაობა სამი დღით, მაგრამ ეს საგადასახადო სამსახურის მუშაობის გამო მოხდა. ახლა კი, თუ მათ ამ მრავალმილიონიან ჯარიმას გადაახდევინებენ, დიდი შანსია, რომ კომპანიონებს მოუწევთ, სამუდამოდ დახურონ როგორც ყველა მაღაზია მილანში, ასევე მთლიანად მოდის სახლი.