ოთხშაბათ საღამოს, ნიუ იორკში, კერძოდ კი 42-ე ქუჩაზე მდებარე ბრინტ პარკში გაიმართა ოსკარ დე ლა რენტას ახალი, საკურორტო კოლექციის ჩვენება.
მას შემდეგ, რაც დიზაინერმა საშემოდგომო კოლექციაში, რუსული თემა გამოიყენა, ოსკარ დე ლა რენტამ ახალი მოდელებისთვის პიკასოდან აიღო საწყისი წერტილი. ის ცდილობდა ამ დიდი მხატვრის ხელწერას ჩაღრმავებოდა, დაენახა სული და გამოეყენებინა ის თავისი ახალი კოლექციის შესაქმნელად.
კუბისტური ინსპირაცია, აბსტრაქტული დეტალები, მკვეთრი ფერები და კუთხოვანი დიზაინი – იხილეთ ოსკარ დე ლა რენტას ახალი 2012 წლის საკურორტო კოლექცია.
იხილეთ ფოტოგალერეა