უკრაინული პორტალი bestin.ua უკრაინის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერის, ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებაზე ამახვილებს ყურადღებას.
იხილეთ ფოტოგალერეა
ავთანდილი Ukrainian Fashion Week-ის ხშირი სტუმარი იყო, თუმცა ამჯერად უკრაინელი მაყურებლის წინაშე ქართველი მოდელიერი დიდი ხნის პაუზის შემდეგ წარსდგა და ახალი, 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
კოლექციის საფუძველში უნიკალურპრინტებიანი – ანგელოზის გამოსახულებებიანი კაბებია, რომლებიც მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს მიერ არის შექმნილი. სწორედ ანგელოზების ამ ნაზ და ემოციურ გამოსახულებებზე შექმნა ავთანდილმა კლასიკური, ქალური კოლექცია 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის.
2014 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის დიზაინერი გვირჩევს, ვატაროთ შიფონის მიდი-კაბები, რომელიც მასიური ყვავილის აპლიკაციებით იქნება დეკორირებული. ასევე - გამჭვირვალე ფანქარი-ქვედაბოლოები ტოპებთან და თავისუფალ ბლუზებთან ერთად. უკრაინის მოდის კვირეულზე ავთანდილის აკვარელის პრინტმაც მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება და ასევე, ნაზმა გამჭვირვალე ნაჭრებმა.