დევიდ კომაზე, იმავე დავით კომახიძეზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, თუმცა მისი ინტერვიუ ქართული პრესის ფურცლებზე იშვიათად ჩნდება. თუმცა, მისი ნათლია, "პალიტრა მედიის" ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე მის შესახებ საინტერესო დეტალებს ჰყვება.
იხილეთ ფოტოგალერეა
დავითი ბავშვობიდან კარგად ხატავდა, დაკვირვებული თვალი ჰქონდა და შეუმჩნეველი არ რჩებოდა ახლობლების ჩაცმულობისა და ვარცხნილობის უმნიშვნელო დეტალიც კი.
9 წლის იყო, მშობლებმა საცხოვრებლად თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში რომ წაიყვანეს. 13 წლისამ ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურს "ადმირალტეისკაია იგლაში" 100-ზე მეტ სტუდენტს შორის 47-ე ადგილი დაიკავა. ამას კიდევ ბევრი წარმატება მოჰყვა და 15 წლის ასაკში რუსეთში მას "ვუნდერკინდი" უწოდეს.
საკუთარი ბრენდი - "დევიდ კომა" მან 2009 წელს დააარსა და მალე მსოფლიოც აალაპარაკა. მისი კაბები ბიონსემ, ემილი ბლანტმა, მეგან ფოქსმა, გვინეტ პელტროუმ, კამერონ დიასმა, ევა ლონგორიამ, ჯენიფერ ლოურენსმა, ჰოლი ბერიმ, კერი ვაშინგტონმა და კიდევ მრავალმა მეგავარსკვლავმა ჩაიცვა.
ბევრს გაუღია უდიდესი მსხვერპლი მოდის გამო და არაერთხელ. მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი ჯენიფერ ლოპესია. ამჯერადაც, შოუ American Idol-ის მორიგი გამოშვების გადაღებაზე 45 წლის მომღერალს გასაოცარი ელეგანტურობა ძვირად დაუჯდა: აშკარად ჩანდა, რომ ვიდრე შეიმოსებოდა, ღრმად შეისუნთქა, ერთ მუშტად შეიკრა და ისე "შეძვრა" ულტრავიწრო კაბაში.
ამიტომ ვერც თავისუფლად იჯდა, ვერც სუნთქავდა, ჭამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო! "ჯოჯოხეთური შრომა, 24-საათიანი მუშაობა მიწევს ჩემი ნამუშევრების შესაქმნელად და ეს საქმე სულაც არ არის ისეთი სახალისო, როგორც ადრე მეგონა, მაგრამ ბედნიერი კაცი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სხვაგვარად მართლა ვერ ვიცხოვრებ" - ამბობს დევიდ კომა.
იხილეთ ფოტოგალერეა