გერმანელი დიზაინერი და ფოტოგრაფი კარლ ლაგერფელდი 1938 წლის 10 სექტემბერს ბანკირის ოჯახში დაიბადა. მიიღო საუკეთესო განათლება, შეისწავლა ინგლისური, ფრანგული და იტალიური ენები.
საბოლოო პროფესიის არჩევაში მას დედა, არისტოკრატი ქალბატონი დაეხმარა, რომელიც ყრმობიდან უყალიბებდა კარლს გემოვნებასა და დახვეწილ მანერებს.
1983 წლიდან კარლ ლაგერფელდი შანელის მოდის სახლს ხელმძღვანელობს. წელიწადში 2500 ესკიზს ქმნის - დღეში საშუალოდ შვიდს. მისი სამუშო დღე 20 საათამდე გრძელდება.
არ ეწევა და არ სვამს. ცნობილია მოდების უცნაური ჩვენებებით. არ არის დაოჯახებული, არ ჰყავს შვილები. ის ფლობს წიგნის მაღაზიათა ქსელს და გამომცემლობას- Librairie 7L.
სამი რამ, რის გარეშეც ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ესაა: წიგნები (საყვარელი მწერლებია ბალზაკი და დოსტოევსკი), სუნამოები (მათი შექმნა) და ფოტოგრაფირება (ყველა ფოტორეკლამა მისივე ხელითაა შექმნილი).
კარლ ლაგერფილდის ცნობილი ფრაზები:
* ბავშვობაში ძიძა მეუბნებოდა: ,,ის ადამიანები რომლებიც ადრე არ იღვიძებენ, ვერასდროს იქნებიან წარმატებულნი".
* ,,მოდაში სიტყვა წარმატება ბევრს არაფერს ამბობს, რადგან მისთვის ყოველ ექვს თვეში თავიდან გიწევს ბრძოლა, თუ, რა თქმა უნდა, კლასიკას არ მიემხრობი, მაგრამ ასეთად ქცევა არავის სურს".
* ,,ვმოგზაურობ ბიზნესისთვის და არა სიამოვნებისთვის, ერთადერთი ადგილი სადაც სიხარულით მივემგზავრები, იტალიაა".
* "უკვე ოცი წელია, რაც დღიურს ვაწარმოებ, ძალიან საინტერესოა, რა ხდებოდა შენს თავს რამდენიმე წლის წინ, ჩვენ უამრავ რამეს ვივიწყებთ, თუმცა უმნიშვნელო დეტალებიც წლების შემდეგ საოცარ მნიშვნელობას იძენს".
* "მიყვარს წერა და წერილები, ტელეფონით ურთიერთობისას დეტალები ხშირად გვავიწყდება, წერილებს კი სიამოვნებით გადაიკითხავ ხოლმე".
* "მთელი ცხოვრება ქალების გარემოცვაში გავატარე და კარგად ვიცი, რაც იხარშება მათ თავში".
* "ჩემი ერთადერთი ამბიციაა - ცხოვრებაში ყოველთვის 28 ზომა ჯინსი მეცვას".
* "ბედნიერება - ეს დისციპლინისა და წესრიგის საკითხია".
* "როდესაც აკრიტიკებ დროს, რომელშიც გიხდება ცხოვრება, შენი დრო დამთავრებულია".
* "თუ ქალს გემოვნება არ აქვს, საუკეთესო კაბაშიც კი უგემოვნოდ გამოიყურება".
* "სჯობს გაორებული პიროვნება იყო, ვიდრე საერთოდ არ გაგაჩნდეს საკუთარი ,,მე".
* უნდა აკეთო ის, რაც ბედნიერს გაგხდის, დაივიწყეთ ფული და სხვა ხაფანგები, რომელსაც წარმატებულობის მწვერვალზე აჰყავხართ. თუ ბედნიერი ხარ სოფლის მაღაზიაში მუშაობით-იმუშავე, ამ ქვეყნად მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ.
ინა ნერგაძე
ჟურნალი ”და ქალი”
(სექტემბრის ნომერი)