ყოველთვის, როცა სუპერვარსკვლავის იდეალური სხეულის, ლამაზი თმის, უნაკლო კანის და სხვა იდეალების შეგშურდება, გახსოვდეს, რომ ეს, ძირითადად, ფოტოშოპის დამსახურებაა.
ალესანდრა ამბროსიო, კრისტალ რენი და ბრუკლინ დეკერი
კარგი, ფერად საცურაო კოსტიუმებს რომ ფერი შეუცვალეს და უფრო გაამკვეთრეს, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ აი, Victoria’s Secret-ის "ანგელოზების" სხეულები, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევს.
ალისია სილვერსტოუნი
ალისიას დაუმუშავებელი ფოტო (ალბათ, მიხვდებით, რომელიც არის) ნათლად ასახავს იმას, რომ მსახიობის კანი ნამდვილად არ ჰგავს ვარდის ფურცელს.
ლედი გაგა
რა საოცარი სხეულია! უბრალოდ, არაამქვეყნიური, რადგან არ არსებობს მოკვდავი ასეთი პროპორციებით. საინტერესოა, რითი ხელმძღვანელობდა ფოტოშოპის ოსტატი, როცა ყდის ამ ფოტოს ქმნიდა?
კეტი პერი
ეს ის შემთხვევაა, როცა გინდა დასვა კითხვა: რისთვის? ყდის ფოტოზე კეტი საოცრად გამოიყურება! და მკერდიც საკმაოდ დიდი აქვს!
ალისა შამაი
საინტერესოა, რატომ ვერ გადაწყვიტა მოდელმა ეჩვენებინა საკუთარი სხეული ყველა ნაკლოვანებით და ეღიარებინა, რომ ცელულიტი – ეს ნორმალურია? ბევრად უკეთესი იქნებოდა. ასე კი უკანალი არაბუნებრივად მრგვალია იმისათვის, რომ სექსუალური იყოს.
და კვლავ ალესანდრა ამბროსიო
ამ შემთხვევაში მოდელის ფოტო იმ რეტუშერის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ლედი გაგა დაამუშავა. უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს ასეთი მოქნილი სხეული, მეტი არაფერი!