რაიან რეინოლდსის მეუღლემ რამდენიმე წლის წინ დაიწყო თავისი თავბრუდამხვევი კარიერა, როდესაც სერიალ "ჭორიკანაში" ერთ-ერთი მთავარი როლი მიიღო.
დღეს მასთან მუშაობა უნდათ ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან ვუდი ალენი და ოლივერ სტოუნი. ბლეიქ ლაივლის შეუძლია არა მხოლოდ ნიჭით, არამედ ვიზუალითაც იამაყოს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსნებთ იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც არა მხოლოდ ხელოვნების სფეროში დიდი პოტენციალი, არამედ ულამაზესი ფეხებიც აქვთ.
ბლეიქ ლაივლი
თავისი კარიერა ბლეიქმა ფილმ "ჯინსი-თილისმით" დაიწყო. უკვე მაშინ თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, რა ლამაზად გამოიყურებოდა მისი ფეხები მომდგარ შარვალში. ამის არდანახვა სერიალ "ჭორიკანას" სტილისტებსაც არ შეეძლოთ. ამიტომაც მთავარი გმირი სერენა ძალიან ხშირად ჩანდა ეკრანზე მინი-ქვედა ბოლოებსა და შორტებში. მაგრამ ყველაზე მეტად მსახიობის ლამაზი კიდურები ახალ ფილმში - The Shadows ჩანდა, სადაც ბლეიქის სხეული ახლო კადრით იყო დაფიქსირებული.
მეგან ფოქსი
ბრაინ ოსტინის შეყვარებული აღიარებს, რომ არაერთხელ მისულა პლასტიკურ ქირურგთან გარეგნობის შესაცვლელად, მაგრამ ეს არ ეხება მის ფეხებს. მსახიობის თქმით, ეს არის ის, რისი შეცვლაც არასოდეს უნდოდა.
ლეიტონ მისტერი
კიდევ ერთი მსახიობი ჩვენს სიაში, რომელიც სერიალ "ჭორიკანაში" თამაშობდა, ლეიტონია. მიუხედავად იმისა, რომ სერენასგან განსხვავებით, ლეიტონის გმირი ბლერი შედარებით მოკრძალებულ ტანსაცმელს ატარებდა, თაყვანისმცემლებს არ გაჭირვებიათ იმის დანახვა, რომ მისი ფეხები სილამაზით არ ჩამოუვარდებოდა ბლეიქისას. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები