ადრიანა ლიმა საკუთარი სავიზიტო ბარათის საიდუმლოს გვიზიარებს. მოდელის სექსუალური გამოხედვა მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილია.
ახალ ვიდეოში ულამაზესი ადრიანა გვასწავლის, თუ როგორ უნდა გვქონდეს მასსავით მიმზიდველი მზერა. “მე ვხრი თავს ქვემოთ და შემდეგ მხოლოდ თვალებით ვიხედები” - აღნიშნავს მოდელი ვიდეო ტუტორიალში.
მისივე თქმით, ეს ჩვევა ბავშვობიდან აქვს - მაშინ, როდესაც დედა უბრაზდებოდა და იცოდა, რომ შარში გაეხვა, სწორედ ამ მზერით იხედებოდა.
ადრიანა 35 წლის ასაკში თავს ყველაზე სექსუალურად გრძნობს, ვიდრე ოდესმე უგრძნია. “ჩემი ცხოვრების თითოეული ეტაპი მიყვარს. ყველა ასაკს ჰქონდა განსაკუთრებული მომენტები” - ამბობს ის. იხილეთ ვიდეო