"მის საქართველო 2013"-ის გამარჯვებული და "ელიტ მოდელ ლუქის" მოდელი, 21 წლის ლიკა რიგვავა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა მოპოვებული წარმატებით.
ახალგაზრდა გოგონა პოდიუმზე "Mercedes Benz Fashion Week თბილისიდან" გამოჩნდა. სწორედ იქ იხილა მოდელი ცნობილი გამოცემის, Vogue-ის წარმომადგენელმა და 5 საუკეთესო ქართველ მოდელ გოგონას შორისაც დაასახელა.
ლიკა თანამშრომლობს როგორც ქართველ დიზაინერებთან და ადგილობრივ გამოცემებთან, ისე უცხოელ დამკვეთებთან. უმუშავია ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა : Harpers Bazaar, Boutique, ID Magazine, Dazed Magazine, Schon Magazine.
მისი კიდევ ერთი წარმატებული გამოჩენა სწორედ გუჩის 2020 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენებას უკავშირდება, სადაც ალესანდრო მიკელეს მიერ გუჩისთვის შექმნილი კოლექცია წარადგინა რომში, კერძოდ, კაპიტოლიუმის სამუზეუმო კომპლექსში.
ქართველი მოდელის მორიგი წარმატება კი ჟურნალ ELLE-ის მექსიკურ გამოცემას უკავშირდება, რომლის ოქტომბრის ნომერშიც ახალგაზრდა გოგონა მოხვდა.
ლიკა ამჟამად მილანში სააგენტო NOLOGO Mgmt-ს, პარიზში – კარინ მოდელსს, საქართველოში კი "ელიტ მოდელ ლუქს" წარადგენს.