ულამაზესი მოდელი რუსა ჩაჩუა უკვე რა ხანია, რაც ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძის მეუღლეა.
რუსას 4 შვილი ჰყავს.
მოდელი "ინსტაგრამზე" ძალიან აქტიურია და მისი ნახვა ტელევიზიითაც ხშირად შეგიძლიათ. დახვეწილი სტილით ყოველთვის გამოირჩეოდა.
მისი გარდერობის მთავარი შემადგენელი მაინც კლასიკური სამოსია.
პიჯაკების შეხამება სხვადასხვაგვარ სამოსთან შესანიშნავად გამოსდის, რაც ამ ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.
"ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ნებისმიერი წამი შვილებთან გამეტარებინა. ბევრი რამე გადავდე შვილებისთვის, თუნდაც კარიერის მხრივ.
როცა ბავშვი გავაჩინე, გავიაზრე, რომ მე უნდა ვიყო დედა, რომელიც შვილს სწორად აღზრდის და მუდმივად მასთან იქნება. ბევრჯერ ყოფილა, დაბადების დღეზეც კი არ წავსულვარ შვილების გამო" -განაცხადა რუსამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
გთავაზობთ რუსას ახალ ფოტოებს, მეუღლესთან და შვილებთან ერთად: